1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.

„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცლვილებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომაროებს შემდეგში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდურობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა”, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები