2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დარღვევები სატენდერო დოკუმენტებში - 2 მილიონი ატრაქციონებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან

 თბილისის მერია ბიუჯეტის არარაციონალურად ხარჯვას განაგრძობს. დედაქალაქში საბავშვო ატრაქციონების ასაშენებლად 2 მილიონზე მეტს დახარჯავენ.

 "ატრაქციონები და პარკები აუცილებელია, მაგრამ ბავშვებს ბევრი სხვა რამე არ აქვთ.ჯობდა ბავშვებისთვის გაეწიათ დახმარება, ვიდრე ეს ატრაქციონები გაეკეთებინათ" - აცხადებენ მოქალაქეები "მთავარ არხთან" საუბრისას.
"შეაჩერე კორუფციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ენუქიძემ სატენდერო დოკუმენტები შეისწავლა და დარღვევები აღმოაჩინა. ირკვევა, რომ თბილისის მერს, კახი კალაძეს ფავორიტი კომპანიაც ჰყავს, რომელიც ტენდერებს უპრებლემოდ იგებს.


"პირველ რიგში ეს არის მორგებული ტენდერი, როდესაც არის ტექნიკური პარამეტრები ასე ზედმიწევნით მითითებული გვიჩნდება კითხვა რისთვის კეთდება ეს? ასევე არ ხდება თანხის დაზოგვა. მიზანშეწონილი არ არის ასეთი შესყიდვების განხორციელება" - აცხადებს ქეთევან ენუქიძე.


 ჟურნალისტების კითხვებს კახი კალაძემ უპასუხა და აცხადებს, რომ ატრაქციონები ბავშვებისთვის კეთდება და არა მერიის თანამშრომლებისთვის.
"ატრაქციონები ჩვენთვის არ კეთდება, ბავშვებისთვის კეთდება და თქვენ ნახეთ რამდენი სკვერი კეთდება, იმდერი რომ საერთოდ არ გაკეთებულა დედაქალაქის ისტორიაში, გვინდა, რომ გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა" - განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები