1 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიცია იგონებს ამბავს თავისი მედიასაშუალებებით – მდინარაძე გახარიას შესაძლო გადადგომაზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია პრემიერი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, “რომელიღაც მედიის პროდუსინგში მოგონილი ამბავია”.

“ოპოზიციას სჩვევია, ბოლო დროს იგონებენ ამბავს მათი მედიასაშუალების მეშვეობით, მერე ამ ამბავზე ბრაზდებიან და ამას ვისმენთ. ამბავი არის მოგონილი და ამ მოგონილ ამბავზე ჩვენ გვთხოვენ კომენტარს და გვთხოვენ პასუხის პასუხს”,- ამბობს მდინარაძე ტვ პირველთან.

პრემიერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მთავარმა არხმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, გიორგი გახარიას პოსტის დატოვების მიზეზი პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის “დაძაბული მოლაპარაკებაა”. მთავარი არხის ცნობითვე, ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა გახარია ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

ტელეკომპანია წერს, რომ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლა 20 ივნისის თარიღის მოახლოებას უკავშირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები