პოლიტიკა
ვოლსკი: გიორგი გახარიას მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია „ქვეყანაში არსებული უამრავი საინტერესო თემის გადასაფარად“ ვრცელდება
2020-06-03 16:22:16
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ საუბარი „ქვეყანაში არსებული უამრავი საინტერესო თემის გადასაფარად“ ხდება.
„ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა.
ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებზე „ნაცმოძრაობის" პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც ფული ჩვენ ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის", - განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები