2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გამყრელიძე - წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები დაკავშირებული იყო ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, პანიკის საფუძველი არ არის

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატება პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ეს ცხელი წერტილების კვლევის შედეგად გამოვლენილი შემთხვევებია. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, მოდუნება არ შეიძლება და საჭიროა შემოდგომისთვის სერიოზულად მომზადება.

„გუშინ გვქონდა ოთხი ახალი შემთხვევა, დღევანდელ დღეს ქვეყანაში არის 800 დადასტურებული შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ეს პატარა პიკური ნახტომები იყო, 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშვანია ბოლნისის რაიონში. იქ 19 შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ოთხი იქნება, სამი თუ 10, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციები რჩება იგივე.

„ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე საჯარო სივრცეებში. ხშირად დავიბანოთ ხელები, დავიმუშაოთ სადეზინფექციო საშუალებებით და თავი ავარიდოთ დიდ თავყრილობებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...