1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თუ გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩა, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ.

იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ხვალიდან იწყება, ოპოზიცია არც ამ პროცესში ჩართვას აპირებს. 

ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას და ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმება არ იქნება შესრულებული და მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებზე. თუ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსესუსით არ იქნა მიღებული ხელისუფლებას ბევრი პრობლემა შეექმნება, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. 

"ევროპულ საქართველოშიც" აცხადებენ, რომ პირველი რიგის საკითხი შეთანხმების იმ პუნქტის შესრულებაა, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. სერგი კაპანაძის თქმით, მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდეგ ჩაერთვებიან საერთო სახალხო განხილვაში და ცვლილებებსაც მხარს დაუჭერენ.

დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დაეკისრება. ცქიტიშვილის თქმით, ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. 

ერთი მხარე ცდილობს შეთანხმების ერთი ნაწილი არ შეასრულოს, მეორე მხარე ცდილობს, შეთანხმების მეორე ნაწილი არ შეასრულოს. საბოლოო ჯამში, თუ საქმე და ქვეყნის ინტერესი დაზარალდა, ორივე მხარე იქნება დამნაშავე, - ამბობს იგი. 

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას არ სურს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რადგან იციან, რომ 2020 წლის არჩევნებს ამ სისტემითაც ვერ მოიგებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები