2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გარდაცვლილ პაციენტს კოვიდინფექცია არ უდასტურდებოდა“ - გოფოძე

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კოვიდინფექციითგარდაცვლილ ბოლო პაციენტს მძიმე თანდაყოლილი გართულებები ჰქონდა, მათ შორის გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა და ინსულტი.

„ეს პაციენტი მოყვანილი იყო ჩვენთან მაისის დასაწყისში. გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველდღე ვამბობდით, რომ გვყავს კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კოვიდინფექციის გარდა, მას ჰქონდა ბევრი თანდაყოლილი გართულება. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა მძიმე დისტრესს სინდრომით და სეპტიური შოკით. ჩვენთან დაუდგინდა ფილტვის არტერიის ემბოლიის დიაგნოზი. ამასთანავე იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა და ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მიღწეული იყო სტაბილიზაცია, თუმცა შემდგომში დამძიმდა ისევ მდგომარეობა და გუშინ საღამოს გაჩერდა გული“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილ პაციენტს რე-ტესტირების შედეგად PCR ტესტზე კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა, მისი მდგომარეობის მთელი სიმძიმე მაინც კოვიდინფექციამ განავითარა და ამიტომ ასეთი პაციენტი მაინც კოვიდგარდაცვალებულების რიგს მიეკუთვნება.

„ეს იყო საინტერესო, რომ რე-ტესტირების შემდგომ კოვიდინფექცია არ უდასტურდებოდა. PCR ტესტზე მისი პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს რადგან მთელი სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განავითარა კოვიდინფექციამ, რომელიც იყო ჩამრთველი მექანიზმი მისი თანმხლები დაავადებებისა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კონსულტაციით, ასეთი პაციენტი მაინც კოვიდგარდაცვალებულების რიგს მიეკუთვნება,“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები