2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“პაციენტი გამოვარდა ბოქსიდან, აღჭურვილობა უკვე მოხსნილი მქონდა” – რას ჰყვება ექიმი, რომელიც დაინფიცირდა?

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დაინფიცირებული ექიმი იმ დღეს იხსენებს, როდესაც მას ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტი მოუწია. ამის შესახებ იგი „იმედის“ ეთერში საუბრისას ყვება.

„პაციენტი როდესაც გამოვარდა ბოქსიდან, მე აღჭურვილობა უკვე მოხსნილი მქონდა. ცდილობდა გარეთ გამოსვლას, სადაც ბევრი ხალხი იყო. შევეცადე მის გაჩერებას. ალბათ სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი დაინფიცირებაც.

პირველი სიმპტომი იყო თვალის ტკივილი. რადგან თვალი ამტკივდა გავიზომე სიცხეც და 37 მქონდა. „რომ მცოდნოდა, რაც დამემართებოდა, მაინც ვიმუშავებდი. ახლაც რომ ვიცოდე, ჩემს საავადმყოფოში გაგრძელდება კოვიდ პაციენტების მკურნალობა, მაინც გავაგრძელებ მუშაობას, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე და ცხოვრებაა. ყველზე რთული სტაციონარში ყოფნისას ის იყო, რომ მედპერსონალს ვერ ვეხმარებოდი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები