პოლიტიკა
ჯაფარიძე: ლელო მეორე ტურში მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს
2020-06-01 19:18:54
ლელოს ერთერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს საჯაროდ დაადასტურა რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ლელო მხარს ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუჭერს.
კერძოდ, ჯაფარიძემ, ტელე-ეთერით განაცხადა რომ ლელო, პირველ ტურში საკუთარ კანდიდატებს ყველა საარჩევნო ოლქში დააყენებს.
ხოლო მეორე ტურში მხარს იმ მაჟორიტარ კანდიდატს დაუჭერს, რომელიც ოპოზიციური პარტიიდან იქნება.
შეგახსენებთ რომ კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.
მანამდე კი, ქართულ ოცნებას ვალდებულება აქვს აღებული საკონსტიტუციო ცვლიელებები განახორციელოს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის 150 წევრიდან, 120 პროპორციულად იქნება არჩეული, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით.
კომენტარები