2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ილია მეორე: დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, დიდება უფალს და მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე საპატრიარქო ავრცელებს:

„გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს დღესასწაულს. ვთქვათ ერთად ტროპარი წმინდა ნინოსი: "სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის” წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება. წმინდა ნინო არის მოციქულების ლოცვის გამგრძელებელი; წმინდა ნინო არის საოცარი სასწაულთქმოქმედი; ჩვენ ყველაფერს გვიკეთებს წმინდა ნინო და ჩვენ ვმადლობთ მას. წმინდა ნინოს დღესასწაული ორჯერაა წელიწადში. ერთი ზამთარში და ერთი გაზაფხულზე დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი! დღეს მთელ საქართველოში აღავლენენ ლოცვებს წმინდა ნინოზე, ჯგუფი წამოვიდა წმინდა ნინოს გზაზე, ღმერთმა მშვიდობით მოიყვანოს. წმინდა ნინო განსაკუთრებით მფარველია. მე მინდა მოგიყვეთ, გაგახსენოთ ეს შემთხვევა მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი იყო ავადმყოფი და იწვა. ოთახში მეტი არავინ არ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი და თეიმურაზი მეუბნება მე: - ირაკლი! -რა მეთქი? -და შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. -ვინა მეთქი -და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო. სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. ასე რომ, წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. აი დღეს, როცა ასეთი რთული პერიოდია, როცა უჭირს ხალხს სულიერად, სთხოვეთ: წმინდაო ნინო, მოციქულთასწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ჩვენთან არს ღმერთი დალოცვილი და გახარებული იყავით, წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს! ამინ!“-განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...