2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში

საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. აქტიური პრევენციული მოქმედებები და შესაბამისი კვლევები ტარდება თბილისში, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული პირების მიმართულებით.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 794 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 624 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები