2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედათა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა

კიევში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ქალთა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 8 მონაზონი, ხოლო თავად მონასტერი ჩაკეტილია.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, ორი თვის წინ კიევ პეჩორსკის ლავრაც ჩაკეტეს. აქ ვირუსი 100-ზე მეტ სასულიერო პირს დაუდგინდა.

ამ დროისთვის, უკრაინაში საერთო ჯამში კორონავირუსის 24012 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 718 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები