2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ძალოვანებმა გადამიღეს, რომ პატრიარქს მსახურების დროს აღარ ვიხსენიებდი“ – მამა ათინოგენეს ღვთისმსახურების უფლება შეუჩერდა

ბალდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა ათინოგენეს მეუფე გრიგოლმა ღვთისმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

სასულიერო პირის თქმით, მიზეზი მეუფე პეტრეს მხარდაჭერაა.

მამა ათინოგენე აცხადებს, რომ წირვის დროს ძალოვანებმა გადაიღეს. ჩანაწერი კი, სადაც ჩანდა, რომ სასულიერო პირი პატრიარქს წირვის დროს არ იხსენიებს, მეუფე გრიგოლს მიუტანეს. რის შემდეგაც მეუფემ მღვდელმსახურება შეუჩერა.

“მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოიძიებენ, ეკლესიას პასუხის არ ექნება, ვერ შევძლებ, შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ რომ არ ვიხსენიებდი ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა ვისაუბრეთ ეს მოხსენიება წაიღეს და ველოდებით”, – ამბობს მამა ათინოგენე.
ეუფე გრიგოლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს მრევლი. მათი თქმით, თუ მამა ათინოგენეს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას არ მისცემენ, ისინი ტაძარში აღარ მივლენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები