2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნახეთ, ვინ არის კახეთში პირველი კოვიდინფიცირებული

კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა.

შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც მამაკაცი, საერთაშორისო რეისიდან დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

დედოფლისწყაროს ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

„მძღოლი რუსეთში იმყოფებოდა. მას დაემგზავრა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში. კარანტინში ამ პირს, ანუ მგზავრს დაუდასტურდა ვირუსი. ეს გახლავთ მისი კონტაქტი. და შეამოწმეს და მასაც დაუდასტურდა ვირუსი. გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და გადავიყვანეთ თბილისში,“- განაცხადა გონაშვილმა.

მამაკაცი საქართველოში 22 მაისს დაბრუნდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი ოჯახის წევრებს მაინც გამოიკვლევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები