1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო - სინამდვილეში 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა”

თურმე, კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ  5 წუთში 8 ტყუილი თქვაო.სინამდვილეში საქმე შემდეგნაირად იყო - 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კიბახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით გიცირიძემ დღეს, პარლამენტში სხდომაზე 5 წუთში 8 ტყუილი თქვა.

გოცირიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს.

„აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უმუშევართა რაოდენობა და მწარე სიმართლეა ის, რომ საქართველოში, 2019 წელს კერძო სექტორში 59 000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი იზრდება სახელმწიფო სექტორში „ნათესავების, მეგობრების და სხვათა ხარჯზე".

„ამიტომ, პრემიერ - მინისტრმა დღეს ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა“, - განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები