1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, ვერასოდეს ჩამოირეცხავთ "თვალთხარია გახარიას" სახელს”

თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ "თვალთხარია გახარიას" სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას 

„მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომელიც წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა, შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ ბატონო გახარია ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს. ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემერ-მინისტრი თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილმა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ისევე, როგორც მინისტრები, საკუთარი გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩვენს მმართველობაზე საუბრობთ, გაიხსენეთ ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა, ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4%-მდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა, ეს კი იმიტომ ხდება რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ და სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. გადახედეთ თქვენს ქონებას, სოცდაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები და მილიონერებად მიდიან. როგორ ხდება ეს? შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ და თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალაქეებს. მერე აღარ დაგვიმტკიცებთ ბატონო გიორგი რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს, მაშინ, როცა მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში, ეს არის რეალურად სიმართლე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები