პოლიტიკა
გინდა თუ არა სტადიონიო, აი, სტადიონი - დაპირისპირება ქარელის საკრებულოს სხდომაზე
2020-05-29 13:11:02
ჩამოტვირთვა
დაპირისპირება ქარელის საკრებულოს სხდომაზე - ხმაური სპორტული კომპლექსის ტერიტორიის რუსულ კომპანიაზე შესაძლო გადაცემას მოჰყვა. 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი შესაძლოა, რუსული კომპანიის ხელში აღმოჩნდეს.
ქარელში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები კენჭს მიწის ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემას უყრიან.
რუისის მოსახლეობა კულტურის ცენტრში შესვლას ითხოვდა, სადაც საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. თუმცა, ადგილობრივები დარბაზში არ შეუშვეს და ადგილების სიმცირე მოიმიზეზეს მაშინ, როდესაც კულტურის სახლში 200-მდე სკამია.
ადგილობრივებთან ერთად სხდომაზე დასწრებას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც ითხოვდნენ. ისინი მოსახლეობას საკუთარი ინტერესების დაცვაში ეხმარებოდნენ.
ადგილობრივებისთვის „ოცნების“ განზრახვა მიუღებელია, რომელიც სპორტული კომპლექსის ტერიტორიის ჯერ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო შემდეგ რუსულ კომპანია „ბიგ სერვისისთვის“ გადაცემას გულისხმობს.
კომენტარები