1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

1,964,730 ლარი კომპანიას, რომელიც ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია - რა ხდება ხელისუფლებისგან მიტოვებულ ჭიათურაში?

კორუფცია რომ ქართული ოცნების სავიზიტო ბარათია, ეს დიდი ხანია უკვე ფაქტებით მტკიცდება. 

თუმცა, განსაკუთრებით, კორუფცია საქართველოს რეგიონებში ჰყვავის, სადაც როგორც გახარია ამბობს, პირდაპირ "ქართულ ჯიგრულ-პონტში" ურიგებენ ქართული ოცნების ჩინოვნიკები თავიანთ ფავორიტ კომპანიებს გაღარიბებული ხალხის ფულს. 

  • ამჯერად, მოგიყვებით ამბავს ერთერთ ყველაზე საინტერესო, ლამაზ და სამთო კურორტისათვის უნიკალურ ჭიათურაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ დასნებოვნების, კორუფციის, მოუწესრიგებლობისა და მავნებლობის ბუდედ აქცია.

2020 წლის აპრილ-მაისში, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ორი ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია კავკასენერგოს, რომლის დამფუძნებელი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია.

კერძოდ: 2020 წლის 5 მაისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, 1,464,504 ლარიანი ტენდერი მისცა კავკასენერგოს, ზოდი-ზედუბნის დამაკავშირებელი გზის მოწყობის მიზნით. 

მანამდე კი, 2020 წლის 27 აპრილს, ამავე კავკასენერგოს, ითხვისი-საფარი-ავარიონის მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებში 500,226 ლარი გადაუხადა.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს კავკასენერგოს 100 პროცენტიანი წილის მფლობელი მიხეილ კირვალიძეა, რომელიც კიდევ სამ კომპანიაში ფიგურირებს დირექტორად და მეწილედ.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2014 წლის 2 ივნისს, ბატონმა კირვალიძემ ქართულ ოცნებას 60,000 ლარი გადაურიცხა - შემოწირულობის მიზნით. 

  • იგივე მეთოდი აამოქმედა ქართულმა ოცნებამ ახლაც. გაღარიბებული და მიტოვებული ჭიათურელების ფულს აძლევენ ფავორიტ კომპანიას, რათა ამ თანხის ნაწილი, წინასაარჩევნოდ უკან დაიბრუნონ. 

მარტივად რომ ვთქვათ, ქართული ოცნება, წინასაარჩევნოდ, ფულის შეგროვებას არა ბუნკერში მჯდომი მილიარდელის დახმარებით, არამედ, ბიუჯეტიდან ფავორიტებზე დარიგებული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებით აპირებს. 

  • ეს ხდება ქალაქ ჭიათურაში, რომელიც პოლიტიკური ნების, გულისა და გონების გაერთიანების შემთხვევაში, შეგვიძლია მსოფლიო დონის სამთო კურორტად ვაქციოთ. 

საჭიროა მხოლოდ მონდომება და არა ხალხის ფულის სახლში წაღება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები