2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მაინცდამაინც ყურს ხომ არ ავუწევთ და ისე ხომ არ ვატარებთ, თორემ ეგეც რთული არ იქნება. არავის ვემუქრები, მაგრამ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ეკლესიაზე შეტევას თავი გაანებეთ"

ევროპაში კი არა სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ორმაგი სტანდარტებია და ეკლესიას ებრძვიან.

„ორმაგი სტანდარტებია და ეს არის ძალიან ცუდი. გეტყვით რაში მდგომარეობს ეს ორმაგი სტანდარტი. მე გინდ ცილს მწამებენ, გინდ მაგინებენ, არაფერია, პასუხსაც არ ვცემ. პასუხი რატომ უნდა გავცე? თუ რამე არ მახსოვს, ცოდვები რაც ჩადენილი მაქვს, უფალი მომიტევებს. ნუთუ სირცხვილის გრძნობა იმ ტელევიზიის მუშაკებს არ კლავთ, სიკვდილი პირდაპირ არ იფიქროთ, ქართული გამონათქვამია, როდესაც გადაცემა გააკეთეს, რომ ეს დიდებული ტაძარი ვიღაცის მამა-პაპის მიწაზე არის აშენებული? არა გრცხვენიათ? ტელევიზიის მმართველები ხომ ხართ? მაპატიეთ, ასეთ იდიოტობას როგორ უშვებთ? აქ არის ბერ-მონაზვნების საფლავები და იქ არის ტაძარი აშენებული. 24 წლის სურათი თუ არ გაქვთ, მე გადავცემ, 1924 წლის სურათებს, სადაც მონასტრის გარდა არაფერი იყო. ვისი მამა-პაპის ადგილია? კომუნისტების პერიოდში როგორ მოასწრეს, რომ აქ მამა-პაპის მიწები გახდა?! არ გვინდა ასეთი რაღაცეები. მამათა მონასტერი რომ იყოს იჩხუბეთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ ქალები არიან. არა გრცხენიათ? ასეთი მონასტერი მსოფლიოში ბევრი გაქვთ? საქართველოს სახე არ არის აქაური მონასტერი? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს დავაჩაგვრინებ? ჭკვიანად იყვნენ! ნუ ეხებიან! მაინცდამაინც ყურს ხომ არ ავუწევთ და ისე ხომ არ ვატარებთ, თორემ ეგეც რთული არ იქნება. არავის ვემუქრები, მაგრამ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ეკლესიაზე შეტევას თავი გაანებეთ. უკან დაგიბრუნდებათ ყველას.

მეუფე ანტონს ხომ ყველა იცნობთ? რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიყავს იმ კაცს [ქვეყანა]. მან აღნიშნა, როგორ საძაგლადაც ვიქცევით. სირცხვილია ჩვენ რომ შევიდეთ, ევროპაში კი არა სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით. ვინ თქვა რომ გადაუხვია? მეუფე ანტონი კი არა, სამი და ოთხი ეპისკოპოსი რომ იყოს, ჩვენ, ეკლესიას რამეს შეგვაცვლევინებენ?! - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები