2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არ შეგეშინდეთ და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. ილია მეორეს თქმით, უფლის მსგავსად, ყველა ადამიანის ამაღლება უნდა მოხდეს და ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ წუთისოფელში დროებით იმყოფებიან.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცას ამაღლებას, ეს არის დღესააწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, სინამდვილეში, მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი ამბობს, რომ მე თქვენს შორის ვარო, მადლობა უფალს, ჩვენთან არს ღმერთი.

უფალი მოგიწოდებთ, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩთ მიწიერნი, ჩვენ უნდა უფალთან ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს ან მომავალში არის მთელს მსოფლიოში, ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვისაა ყველაფერი, ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მესიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.

ჩვენ ვიცით თქმა, ღმერთს ებარებოდეთო, სანამ ამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმვად უფალთან უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა უნდა გაახაროს, გააიხარეთ წუთისოფელსა შინა, როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილები, საჩუქრები, მე ვეუბნები მათ, თქვენც ასე უთხარით სტუმრებს, გაიხარეთ და გაგვახარე. ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთის არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ, გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა. გაიხარე საქართველო და მთელი მსოფლიო, ღმერთი არს ჩვენთან", - განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები