2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს”

ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღის" ეთერში საუბრისას.

„კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენს გვერდითაა" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები