პოლიტიკა
8 ივნისიდან რესტორნები გაიხსნება
2020-05-27 12:33:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეაკრძალვების შემსუფუქებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
პრემიერის თქმით, შემდეგი ორშაბათიდან, გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ.
8 ივნისიდან, აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, თუმცა მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც კონკრეტულად გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კომენტარები