2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, ჩავიდა ქალბატონი ნეკა.. შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იყო სკანდალი, იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები“

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომჩივანი მხარისგან, ყოფილი ცოლისგან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო.

ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ ნეკა დოროყაშვილს არ სურდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან განქორწინება.

“2018 წლის აგვისტოდან წყვილი ერთად არ ცხოვრობს და 2019 წლიდან ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. განქორწინების ინიციატორი გახლდათ ბატონი ნიკოლოზი. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თუკი ის იყო მოძალადე ადამიანი, მოძალადესთან რატომ არ სურდა ქალბატონ ნეკას განქორწინება. სანამ არ მიმართა სასამართლოს განქორწინებისთვის, რომელიც შეიძლებოდა მარტივად მოგვარებულიყო იუსტიციის სახლში, მსგავსი არ მომხდარა. არცერთ პროცესზე არ განუცხადებია, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი - უფრო მეტიც, არსებობს საოქმო ჩანაწერები, სადაც ამბობს, რომ ნიკოლოზი იყო ძალიან კარგი მამა,"-განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც მოუწყო.

"2019 წელს, როდესაც ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნეკა და ბატონი ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი. სადაც იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს. პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ. ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან. რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე,“-განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები