2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა წესები იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებში გახსნის შემდეგ

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ქეთა ახობაძემ განმარტა რა წესები იმოქმედებს სავაჭრო ობიექტში გახსნის შემდეგ.

„სავაჭრო ცენტრში შესასვლელად ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულო იქნება ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერის გავლა, სადენზიფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, ასევე ყველა მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე. შეიცვლება ლიფტის გამოყენების წესები, მხოლოდ 4 ადამიანი დაიშვება, ისინი უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს ძალიან ხშირი ვენტილაცია შენობის და გაწმენდა მოაჯირების, ესკალატორების, ლიფტების და ა.შ“, - განაცხადა ახობაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები