2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სამშობლოვ ვერ ვიზიარებ სრულად შენი დამოუკიდებლობის სიხარულს, რადგან დემონების მონობაში ხარ” – იუნა შაფათავა

 მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 “გილოცავ სამშობლო დამოუკიდებლობის დღეს და ბოდიშს გიხდი, 2011 წლის სისხლიანი კალოს კრიმინალების დაუსჯელობის და წმინდანებად აღზევების გამო. ვერ ვიზიარებ სრულად შენი დამოუკიდებლობის სიხარულს, რადგან დემონების მონობაში ხარ. იმედია ახალი ეპოქის მისადგომებზე, ქართული შეგნება გადააბიჯებს ერთეული მავნებლების პირად ამბიციებს და ნამდვილ თავისუფლებას ვიზეიმებთ. ერთიან, პოლიტიკური სპეკულანტების და გამყიდველების მონობისგან, შეუგნებელი “მამულიშვილების” ამბიციისგან, უცხოელი მტარვლებისგან, დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს, უანგარო პატრიოტიზმით გამსჭვალული უმაღლესი შეგნების მატარებელი საქართველოსთვის! ჩემთვის ნამდვილი პატრიოტიზმის, ქართველობის, მამულიშვილობის სტანდარტი – ჩოლოყაძისეული- უცვლელია, და მისკენ მივისწრაფვი! სამშობლო ჩემთვის არის ღმერთივით, სადაც არ უნდა ვიყო, მას ვერ ვხედავ, ის მუდამ ჩემთან არის, ჩემს გულში, და ყველაფერს საუკეთესოს, გიძღვნი შენ ” – წერს იუნა შაფათავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები