2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

ცნობისთვის, საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, "ზარა", "მა­სი­მო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრა­დი­ვა­რი­უ­სი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.

„მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა, უფრო დაიმედებულები ვართ. როგოროც მან თქვა, ეპიდ სიტუაცია აძლევს იმის საშულებას, რომ ეკონომიკის ყველა მიმართულება უფრო სწრაფად გაიხსნას. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მოიხსნება შეზღუდვები ჩვენს სექტორზეც.

ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ზოგადად სექტორზე მოიხსნება შეზღუდვა და დარჩება მხოლოდ კომპანიების მიხედვით. ანუ ის ობიექტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობას შეძლებენ, მიეცეთ გახნის საშუალება. ჩვენ 100%-ით ვაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს. პლუს კიდევ დამატებით ღონისძიებებს ვატარებთ. იმიტომ, რომ ბრენდები, რომელსაც წარმოვადგენთ, ეს არის ესპანური, ბრიტანული ბრენდები, რომლებსაც გაცილებთ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მოუწიათ ოპერირება. შესაბამისად, ეს საერთაშორისო გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარეს. მაგალითისთვის, ჩვენ გასახდელ ოთახებს გავაუქმებთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, სამაგიეროდ, გავზრდით მობრუნება-გადაცვლის პროცედურებს. ამასთან, მობრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად მოხვდება კარანტინში და ჩაუტარდება დეზინფექცია. ამ პროტოკოლებით ჩვენ აბოსოლუტურად ვუზრუნველყოფთ უსაფრთხო ოპერირებას. მოსაზრებები, რომელიც იყო, რომ ტანსაცმელი მაღალი რისკია, აბსოლუტურად გამოვრიცხეთ ჩვენი პროტოკოლებით. ამიტომ, კარგი იქნებ, თუ ამას გაითვალისწინებენ და მოგვცემენ ოპერირების საშუალებას“,-განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...