1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე“–ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძეს

ჩამოტვირთვა

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს  აკრიტიკებს. მიზეზი ცერცვაძის ვიდეოა, რომელშიც ის ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას აქებს და მის გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს, რომელიც  არანაირად უკავშირდება ვირუსს, მელიამ ვიდეო და სტატუსი ფეისბუქზე გამოაქვეყნა:
“ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში? ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?! უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი? Tengiz Tsertsvadze ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან? ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება. ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს. ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები