2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ეკლესიის წინააღმდეგ შეტევაზე საუბრობს. მისი თქმით, ეკლესიისადმი ზიზღი უკვე საზღვრებს სცდება. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ქადაგებისას ისაუბრა.

„ახლა იცით, რომ საპატრიარქოს გადმოსცეს ხე. მე მათ ადგილზე ასე ვიტყოდი: „რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე, ეს მაინც დაგვრჩება“. მე მინდა დავსვა კითხვა – ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? თუ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია გაქვს, რომ სახელმწიფო არ გაყიდის. ეკლესია უცხოელებზე მაინც არ გაყიდის.

სხვადასხვა შედარება მოჰყავთ, ყველაფერს კადრულობენ. ამბობენ იმიტომ უნდათ მღვდლებს მიწა და ტყე, რომ ჯიპები არ გაეკაწროთო – სად არის ლოგიკა ამაში. იმდენად აფრქვევენ ზიზღს, რომ აღარ იციან რა თქვან“,- აღნიშნავს მეუფე ანტონი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები