2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ბასილაშვილს მოვუწოდებ, ილაპარაკოს ღიად, რის დაფარვაში უხდიდა ცოლს 100 ათას ლარს თვეში და როგორ აშანტაჟებდა ის“–ნიკა გვარამია

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიოლოზ ბასილაშვილის საქმეს გადაცემა “მთავარი აქცენტების“ მონოლოგში ნიკა გვარამია გამოეხმაურა. 

“დღეს ცუდი ამბავი გავიგეთ, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ სპორტსმენს, როგორც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელს. მე სლავა მეტრეველი არ მახსოვს, თან ის საბჭოთა კავშირი იყო. მაგრამ ესეთი სტაბილური მიღწევები, თან ასე მაღლა განთესვა ბადეში არავის არ ქონია. ის დიდი ქართველი ჩოგბურთელი და უბრალოდ კარგი ადამიანი, როგორც მე დღემდე მეგონა, და დღესაც არ გადამიფიქრებია, უბრალოდ მნიშვნელოვანი ეჭვი გაჩნდა.

ქალზე ძალადობის მედალს მეორე მხარე არ აქვს. ქალზე ძალადობა ქალზე ძალადობაა. არავითარი ორი მხარე, ორი ახსნა–განმარტება ამ ამბავს არ აქვს.

უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა არ არის აღშფოთებული მოქალაქეების ვალდებულება.მისი დაცვა არის სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულება. ვარაუდის გამოთქმა, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა შეუძლია ყველას, და სასამართლოს განაჩენი ამისთვის საჭირო არ არის. ეს ვარაუდად დარჩება. ასე რომ აღშფოთებულმა მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ თავისი დამოკიდებულება ყველგან, სანამ სასამართლო დაადგენდეს, მართლა ქონდა ადგილი ამ ფაქტს თუ არა.

მაგრამ რა არის მთავარი ბასილაშვილის საქმეზე და რა ვიცით უტყუარად. ვერ ვილაპარაკებ ყველაფერზე. იმიტომ რომ სხვა ადამიანს ეხება და ეს არ არის პირადი გამბედაობის საკითხი. ბასილაშვილს მოვუწოდებ, რომ ილაპარაკოს ღიად, რის დაფარვაში უხდიდა ცოლს 100 ათას ლარს თვეში და როგორ აშანტაჟებდა ის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება ინფორმაციის გაუთქმელობის ამ კონკრეტულ თანხად.

ნიკა, ეს გაცილებით უფრო უწყინარი ინფორმაციაა, ვიდრე ცოლის მცემელის იმიჯი, რომელიც ყველაფერს დაამთავრებს. არც მოშანტაჟე ქალის ცემა არ შეიძლება, იმედი მაქვს, რომ ეს არ მომხდარა, მაგრამ ჯობია ყოველთვის სიმართლე, გამჭვირვალობა. ეს ყოველთვის ამარცხებს ყველას და ყველაფერს. ყველა შეთქმულებას და ყველაფერს ცუდს.

 

 

 

დამიჯერე ნიკა, ჩვენ შენსკენ ვართ, იმ შემთხვევაში, თუ სიმართლეს იტყვი. სხვა შემთხვევაში ჩვენ შენსკენ ვერ ვიქნებით. ცემა ქალის, გინდაც გაშანტაჟებდეს გამოსავალი არ არის.“–თქვა გვარამიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები