2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, იგი შენარჩუნდება და ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს”- მეუფე ნიკოლოზი

თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, იგი შენარჩუნდება და ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ტყის გადაცემა მათთვის დამატებითი პასუხისმგებლობა იქნება.

„პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, სასულიერო პირი, მე არ მეგულება ასეთი ბარბაროსი ვინმე, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს ტყე. ასეთი რამე არ იქნება. ასე რომ, თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტყე შენარჩუნდება და ექნება ყველას. არც ტყეში შესვლას არავის არავინ არ აუკრძალავს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები