2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მუნიციპალური ტრანსპორტი ისევ არ იმუშავებს

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ იძულებულები, შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები. მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, ასევე სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიების, საზღვრებზე კონტროლის შეზღუდვები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო წარმატებულია კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დროული, პრევენციული ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ შევძელით, არ დაგვეშვა იმპორტირებული შემთხვევების გავრცელება ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ძალზედ ეფექტური იყო საკარანტინე ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების. თუ საქართველოში საშუალოდ გვყავს მაგალითად, დღეში 2, 5 ან 10 ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას კარგად უდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად და ეტაპობრივად გაანახლონ თავინთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ ოჯახი არჩინონ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება საქართველოში 31 მარტს აიკრძალა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები