1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცხინვალიდან დაავადებული მოქალაქე ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გამოუშვეს და გზაში გარდაიცვალა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - მამაკაცი, რომელიც ოკუპირებული ახალგორის რეგიონიდან წითელ ჯვარს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყავდა, გზაში გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი 63 წლის ჯუმბერ მილაძეა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო. ამის მიუხედავად,  საოკუპაციო რეჟიმი მას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა, რაც საბოლოო ჯამში, ფატალური შედეგით დასრულდა.

ეს ადამიანი თავის დროს რომ გადმოსულიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას, რომელსაც მე არაადამიანურად შევაფასებდი, რომლითაც ქართველი ეროვნების მოქალაქეებს არ ეძლევათ სამკურნალოდ გადმოსვლის საშუალება, ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლება, - ამბობს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.    

ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა სამი დღის წინ დამძიმდა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს უფლება მას რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქართული მხარის ტერიტორიაზე გადმოსულიყო, თუმცა წითელი ჯვრის მისიის ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.

წეროვანის მოსახლეობა იხსნებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპაციურმა ძალებმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ე.წ. საზღვარზე არ გადაუშვეს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები