2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველ ემიგრანტებს გერმანიიდან სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ახალი ტალღა - უახლოეს დღეებში ქართველ ემიგრანტებს გერმანიიდან სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ. გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ყვებიან, რომ მათ პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებენ და  გაურკვეველი დროით სპეციალურ ცენტრში მიჰყავთ, საიდანაც მათი სამშობლოში დაბრუნება უნდა მოხდეს. ბევრი მათგანი ცენტრში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ხვდება. 

საქართველოდან მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო წასული მოქალაქეები "ოცნების" მთავრობას მათი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

27-ში არის სპეცრეისი დანიშნული, თვითონ გერმანელმა უთხრა ჩვენს ქართველ მაცხოვრებელს. იყო ორჯერ მცდელობა ჩემი დეპორტაციის. ჩემთან რომც მოვიდნენ, უბრალოდ აღარ გამიკვირდება, ამაში ძალიან დიდი თანხა იდება. ჩვენ უბრალოდ გვიყენებენ, აი, ამ დაჩაგრულ ხალხს. ყველა ემიგრანტი არის დაჩაგრული და ყველა ემიგრანტი არის წვალებით მიღწეული ყველაფერს და უცბად მოდიან და გადეპორტებენ. გვეუბნებიან, რომ საქართველოს მთავრობა გითხოვთ და საქართველოს მთავრობა მე მგონი, კარგად ვიცით ვინ არის და რა არის, - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები