პოლიტიკა
" რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ" - სალომე ზურაბიშვილი
2020-05-19 22:49:35
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა,
„მე პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს. ერთია ომი, მეორე კი დიალოგი. მე სხვა გზა არ ვიცი. ვინმემ თუ იცის მესამე გზა, ძალიან მაინტერესებს. ამიტომ მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე, მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასდროს ყოფილა გამოსავალი. მე მაქვს ერთი-ერთზე დიალოგის გამოცდილება. სხვათა შორის, ჩვენს ისტორიაში ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთი გაყვა და არ დაარღვია მისი პირობები, იყო პირდაპირი დიალოგის შედეგი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარები