მსოფლიო
დევიდ მაკალისტერი - ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას
2020-05-19 15:29:35
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რაც 15 მაისს მოხდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა კითხვით მივმართო საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს – თუ წარმოადგენს ეს ჩვენთვის პრობლემას და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს,“ – განაცხადა მაკალისტერმა.
კომენტარები