0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უკვე ვემზადებით მუშაობისთვის” – ცნობილია როდის აღდგენა სარკინიგზო მიმოსვლა

რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვებს, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებიდან განაახლებს. – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში განაცხადეს.

თამარ დეკანოიძის თქმით, რკინიგზაში სატვირთო გადაზიდვები არ შეჩერებულა და დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა სამგზავრო გადაზიდვებისთვის რკინიგზის ტექნიკური შემადგენლობის მზადება უკვე დაწყებულია.

„ჩვენ უკვე ვემზადებით მუშაობისთვის, სავარაუდოდ სარკინიგზო მიმოსვლა ივნისის შუა რიცხვებიდან აღდგება.

რა წესებით მოხდება მგზავრთა გადაადგილება ამ რეკომენდაციებს სპეციალისტები მოგვცემენ.

ანტიკრიზისული საბჭოს, საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ველოდებით“ 

საქართველოს რკინიგზა მზადყოფნას გამოთქვამს შეასრულოს ყველა მითითება, რომელიც საჭიროა მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, მით უმეტეს, რომ მთავრობამ უსაფრთხო ტურიზმის გახსნა დაანონსა, რომელშიც, რკინიგზის პრესსამსახურის განმარტებით, მატარებლით მგზავრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ტურისტების უმეტესობა, რკინიგზას ყველაზე სწრაფ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები