1 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არ მაინტერესებს იმის ფსიქოანალიზი, დამოუკიდებლად მიიღო თუ არა პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო თუ არა მისი და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება. როგორც გიგი უგულავამ "დღის კურიერში" საუბრისას აღნიშნა, ამ თემაზე არ ფიქრობს და ეს საკითხი პრიორიტეტულად არ მიაჩნია.

"არ ვიცი, სიმართლე გითხრათ და არც ვფიქრობ ამაზე, რადგან, რაღაცნაირად, ისე გამოვიდა, რომ როლებს ვასრულებთ - მან თავისი როლი შეასრულა, მე ჩემი როლი შევასრულე და მიუხედავად იმისა, რომ მლანძღა და მაგინა, მაინც მადლობა ვუთხარი, რადგან მისი ხელმოწერა აქვს და არც მადლობა გამიჭირდება. 
100 პრიორიტეტში არ შედის ეს საკითხი ჩემთვის, იმის ფსიქოანალიზი, მიიღო ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად თუ არა. არ მაინტერესებს, ვერც შევალ ამ დავასა და სპეკულაციაში, რადგან არ ვფიქრობ ამ საკითხზე. ვფიქრობ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ შეუძლია განმარტოს, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს არ ცვლის, არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა, რომლის შეწყალებაც, იმ ეტაპზე, შეუძლებელი იყო, რადგან მას სასჯელი მისჯილი არ ჰქონდა.

სწორედ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდა ოპოზიცია, მათ პოლიტპატიმრებს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ 8 მარტს ხელისუფლებასთან მათი გათავისუფლების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები