0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხვალიდან იტალიაში რესტორნები, მაღაზიები და სილამაზის სალონები გაიხსნება

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გრძელდება. გეგმის მიხედვით, 18 მაისიდან ქვეყანაში მაღაზიები, სილამაზის სალონები და რესტორნები გაიხსნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველა ამ დაწესებულებაში მკაცრი წესები იმოქმედებს, ყველაზე მთავრი კი ადამიანებს შორის სულ მცირე 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარებაა.

იტალიამ შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან დაიწყო. ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები