1 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: "საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება..სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადგილას ექიმებს ამაზე ათქევინეს უარი.."

ჩამოტვირთვა

 

"მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ სახსრები და საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება. ეს არის კომბინიზონი, ბახილები, სახის დამცავი ფარი და ასევე დამატებით ნიღბები. ეს ყველაფერი დარიგდა უკვე ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის კლინიკებში და ახლა უკვე ორშაბათიდან რიგდება კახეთის რეგიონის კლინიკებში.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადგილას ექიმებს ამაზე ათქმევინეს უარი, დამცავი ეკიპირების მიღებაზე იმ საბაბით, რომ მათ ყველაფერი ისედაც აქვთ. ჯერ ერთი თუ აქვთ ძალიან კარგი, მაგრამ ზედმეტი არასდროს არ არის, იმიტომ რომ საუბარია მრავალთვიანი ბრძოლის პროცესზე, რომელიც წინ გვიდევს. მაგრამ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული და ძალიან ვწუხვარ, რომ აქაც გაურიეს პოლიტიკა. ასეა თუ ისე, ათასმა კომპლექტმა თავისი პატრონი იპოვა და ეს მე ძალიან მახარებს.

დღეს საღამოს ჩავერთე ზუმით კახეთის შვიდი კლინიკის ხელმძღვანელებს და მათ მედპერსონალს და მოვუყევი მათ ამ ჩემი ინიციატივის შესახებ და მათგან უშუალოდ მივიღე დავალებები შემდგომი დახმარების აუცილებლობის შესახებ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები