პოლიტიკა
რვა მარტის შეთანხმება ივნისის ბოლოს შესრულდება - კობახიძე
2020-05-15 18:18:22
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით სესიაზე 21 ივნისს გაიტანს, მესამე მოსმენით ცვლილებების მიღება კი 29 ივნისს იქნება შესაძლებელი, - განცხადებას ამის შესახებ ირაკლი კობახიძე აკეთებს.
კობახიძე ამბობს, რომ 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად, საკონსტიტუციო ცვილებების განხილვა განახლდება და ამ ყველაფერს ერთი თვე დასჭირდება. კობახიძე ოპოზიციასაც მიმართავს და შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენი ვალდებულება ,რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმებით არის ნაკისრი, სრულად შესრულდება ივნისის ბოლოს. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ეს არის რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობა და იმ შეთანხმების უხეში დარღვევა, რომელიც ერთად გავაფორმეთ ოთხი ელჩის თანდასწრებით.. შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ ეს ვალდებულება"
კომენტარები