პოლიტიკა
კახა კალაძე - კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, ჩემზე უკეთესად იცით
2020-05-15 15:59:58
კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით, - ასე პასუხობს თბილისის მერი გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თითქოს, სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიაა და სამუშაოების შესრულებაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.
„კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მეტროს რეაბილიტაციისას მაღალი ძაბვის კაბელებს კომპანიები „ეიჯი გრუპი“ და შპს „ელიბო“ ახორციელებს, რომელთაც ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
კომენტარები