1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა”

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს

"ბოლო პერიოდში სამთავრობო მედიასაშუალებები ცდილობენ ბინძური კამპანიის აგორებას ჩემს წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ჩადის დანაშაულს და მიდებს იარაღს, შემდეგ ვერ ამტკიცებს ამას, მიდის აბსურდული პროცესები, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის ტყუილით, ცილისწამებით და ტრაგედიებით მანიპულირება. იმდენად დაინტერესებულები არიან, განსხვავებული აზრის მქონე პირის ციხეში გამოკეტვით, რომ ჰგონიათ, საკუთარ დანაშაულს ბინძური ტყუილებით და აბსურდით გადაფარავენ.

"ქართლი ოცნების" მიერ აგორებული და სამთავრობო მედიის მიერ მხარდაჭერილი ეს ცილისმწამებლური კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ეს საბჭოთა რუსული მეთოდია და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლის დადგენას ხელს ვერ შეუშლის" - წერს რურუა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები