0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,6-7 დღეა, რაც კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გაცხადებით, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. 

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებული არის 38. დღეს კლინიკიდან ეწერება 1 პაციენტი გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ, დღის მეორე ნახევარში დაემატება 4 გამოჯანმრთელებული შემთხვევა. 6-7 დღეა, რაც არცერთი ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია და ეს ძალიან გვახარებს. რეანიმაციაში რჩება 2 პაციენტი. ერთის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს რადენიმე ექიმის მიერ მისი სომატური მდგომარეობა შეფასდება და, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში, შინ მოვლის სამსახურის მეთვალყურეობით. მეორე პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, რჩება მძიმედ, მაგრამ მართვადია, ვნახოთ, როგორ დასრულდება მკურნალობა“,- განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები