1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„მუშევანში ვირუსი ვრცელდება, რადგან მოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვა უჭირთ”- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, სოფელ გეტადან ინფიცირებული პაციენტები უკვე გადაყვანილი არიან. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, სოფელ მუშევანსა და გეტაშიმოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვა უჭირს.

„მუშევანში ვირუსი ვრცელდება, რადგან მოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვა უჭირთ. იგივე მდგომარეობა გეტაში. სხვა დასახლებულ პუნქტში ვირუსის გავრცელება ყველგან შეჩერებულია. სოფელ მუშევანში და გეტაში გუშინ 131 აღებული ნიმუშიდან 17 ახალი შემთხვევა გვაქვს. 8 სოფელ გეტადან 9 მუშევანში. სოფელ გეტანდან ინფიცირებული მოსახლეობა გაყვანილია, ამჟამად მედიკოსები სოფელი მუშევანიდან ინფიცირებულის გადაყვანას დაიწყებენ. დღეს ნიმუშების აღებდა დაიწყება სოფელ გეტაში და ხვალისთვის უფრო თვალსაჩინო მდგომარეობა გვექნება“, - აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები