0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - ვამბობდით, რომ ინფიცირების შემთხვევების გარკვეული ზრდა იქნებოდა - მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ იყოს კიდევ უფრო მეტი დამყოლობა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის ორ სოფელში, სადაც დღეს კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ზრდა მოსალოდნელი იყო. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას უფრო მეტი დამყოლობისკენ მოუწოდებს.

„ეს არ არის შემთხვევების დიდი ზრდა. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ინფიცირების შემთხვევების გარკვეული ზრდა იქნებოდა. 10-15 რიცხვით გაზრდა დიდი მაჩვენებელი არ არის. ბოლნისის ამ სოფლებში ველოდით, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა, რადგან დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩატარებული კვლევებისას პოზიტიურ შემთხვევათა გარკვეული რაოდენობა გვქონდა. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტი დამყოლობა იყოს. მოგვცენ საშუალება, რომ ორივე სოფლის მოსახლეობა სრულად გამოვიკვლიოთ. ჩვენი ორი ჯგუფი მიდის ერთ-ერთ სოფელში, ხოლო მეორე სხვა სოფელში იმუშავებს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიცვათ ეს სივრცე, რომ ამ სოფლების მოსახლეობა მაქსიმალურად გამოკვლეული იყოს, რათა ვისაც ვირუსი დაუდგინდება, ვუმკურნალოთ, ხოლო დანარჩენებს ვურჩიოთ, რომ ორი კვირა თვითიზოლაციაში იყვნენ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები