მსოფლიო
სოზარ სუბარი: ჩვენი ოპონენტები გაჰკიოდნენ ფრენები შეგვეწყვიტა, კომენდანტი საათი შემოგვეღო და ქუჩაში გამსვლელი ყველა ადამიანი ლამის დაგვეხვრიტა
2020-05-15 00:29:50
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ახლა, როდესაც ნახეს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის კონტროლი მოხერხდა, საწინააღმდეგო მხარეს გადავიდნენ და არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც მათი სურვილი იყოს, რომ ეს ეპიდისტუაცია გაიქცეს. განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა და დღემდე იძახიან რა შეზღუდვაა როდესაც მანქანაში მხოლოდ 3 უნდა იჯდეს და არ შეიძლება წინ ვინმე იჯდეს. მაგალითად ესპანეთში, მანქანით გამოსვლა შეუძლია ადამიანს, ისე რომ მხოლოდ ერთი შეიძლება იჯდეს. მაშინ ის რა შეზღუდვაა. სამს აქვს ძალიან ლოგიკური დასაბუთება და ამას ჩემზე უკეთ ეპიდემიოლოგები განმარტავენ და ამბობენ: ის, რომ წინ არ უნდა იჯდეს და უკან უნდა იჯდეს მხოლოდ ორი, ეს არის ერთგვარი დაცვა ეპიდემიის გავრცელებისგან. ჩვენი შეზღუდვები შევადაროთ ევროპის ქვეყნებს, გაცილებით დემოკრატიულ და მდიდარ ქვეყნებს, იმათთან შედარებით ჩვენი შეზღუდვები აბსოლუტურად არ ყოფილა მკაცრი.მაქსიმალურად ვეცადეთ რომ შეგვენარჩუნებინა ყველა ის წარმოება, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვცადეთ რომ სოფლის მეურნეობის სამუშაოებს ხელი არ შეშლოდა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანებს ემუშავათ. მაგალითად დღეს, მხოლოდ მარნეულის რაიონიდან 485 ტონა ბოსტნეული გადმოვიდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კომენტარები