1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ მომდევნო დღეებშიც დაფიქსირდა ბოლნისში 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ღონისძიებებს გავამკაცრებთ – ტიკარაძე

  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, თუ მომდევნო დღეების განმავლობაშიც დაფიქსირდა ბოლნისში ათი და ათზე მეტი დაინფიცირების ახალი შემთხვევა, მაშინ ამ რეგიონში ღონისძიებები გამკაცრდება.

  • „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგიონი მინიმუმ ორი კვირის მანძილზე მაინც ითვლებოდეს კოვიდ–ინფექციისგან თავისუფალ რეგიონად. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე ვადაზე ადრე გაგვეკეთებინა ის დაშვებები, რომლებიც გავაკეთეთ და შეგვემსუბუქებინა საქართველოში გამკაცრებული ღონისძიებები.

  • რაც შეეხება ბოლნისის რეგიონს, ის დარჩება საყურადღებოდ და არის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებშიც იქნა დაფიქსირებული ათი და მეტი პაციენტის რაოდენობა, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ და კვლავ დავტოვებთ იმ არსებულ მდგომარეობას, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები