0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში, მიგრანტებს, მათ შორის ქართველებს, დროებით ლეგალურად შრომა შეეძლებათ

იტალიაში ასიათასობით არალეგალურად დასაქმებული მიგრანტი, მათ შორის ქართველი, დროებით ლეგალურად შრომის უფლებას მიიღებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოფიციალური საბუთების გარეშე მცხოვრებ და მომუშავე პირები სპეციალურ დოკუმენტს მიიღებენ. ეს კი მათ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას მისცემს. მიგრანტებს იტალიის ჯანდაცვის სერვისით სარგებლობის უფლებაც ექნებათ. 

ცნობილია ისიც, რომ მმართველი კოალიცია კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისისგან თავის დასაღწევად ეკონომიკის მასტიმულირებელ 60 მილიარდიან პაკეტზე მუშაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები