1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

500 ლარი ბავშვებს, ათასი ლარი 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს - ენმ-ის გეგმა

500 ლარი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, 1000 ლარი 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მელიამ მოსახლეობას რამდენიმეწუთიანი ვიდეო წარუდგინა, სადაც მოქალაქეები არასაკმარის დახმარებაზე საუბრობენ და უმრავლეს მათგანს სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვს. მოსახლეობა უმუშევრობასა და შემოსავლების არარსებობას უჩივის.

უალტერნატივო და უპირობო გამოსავალია, რომ ამ ადამიანებს შევეხიდოთ... ჩვენ ვიმუშავეთ კოლეგებთან ერთად, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული, ეს არის სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს, 18 წლის ზემოთ 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ და ყველა ბავშვს 500 ლარი, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას შეფასებით, ხელისუფლება მოქალაქეების დახმარების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

ხელისუფლებაში მყოფები ზრუნავენ იმაზე, ეყოლებათ თუ არა ძვირადღირებული შავი ჯიპები, რომლებზეც არიან გამოჯგიმულები. თანამდებობის პირები ზრუნავენ იმაზე, რომ 3 ათასლარიანი საათი მაჯაზე უკეთიათ თუ არ უკეთიათ. ეს ადამიანები ზრუნავენ იმაზე, ძვირადღირებულ სასახლეებს, ააშენებენ თუ არა, თუ ააშენებენ, მერე იცით რაზე დარდობენ, იმ სახლს აუზი ექნება თუ არა... სახელმწიფოს არც ერთი ნაბიჯი გადაუდგამს იმისთვის, რომ შვება მაინც მოჰგვაროს ამ ხალხს,"- განაცხადა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები