0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება, ელექტრონული რიგი იქნება და სოციალური დისტანცია დაცული”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება, იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები